4.21.2010

და აი, დადგა დრო გავამხილოთ საიდუმლო... განვაცხადოთ დაფარული, "გავხსნათ დარაბები "...
ნუ, მოკლედ როგორც არის,
დროა ვთქვათ თუ ვინაა კნუტის იდუმალი სიყვარული, ვის ერტფის ჩუმად...

და აი მეგობრებო, ეს გახლავთ....










დიახ მეგობრებო, ეს რობი უილიამსია.,.. იგი გახდა ღირსი ატაროს კნუტის სიყვარულის სტატუსი, და იგი იფერებს ამას, ტკბება, თბება მისთვის და უხარია





">
I <3 Robbie

ზარმაცი კნუტი


მერამდენე პოსტი უნდა დავიწყო და მივატოვო შუა გზაზე?
სიზარმაცე გვღუპავს, მეგობრებო!!!

ესეც დამეზარა :დამთქნარების სმაილი:
წავედი მე

4.10.2010

წინასაწინანდლო განწყობა :)))



ხვალ წინანდალში მივდივარ... FaceBook-ზე მიმიწვიეს ივენთზე, როგორც ბლოგერი. ფაქტიურად აღიარებაა, ჰო? :D გვიხაროდეს, კნუტო? :D

ჰოდა, რისი თქმა მსურდა.
დარმწუნებული ვარ ხვალ საღამოსვე, ან არაიგვიანეს ზეგ დილისა, ყველა ბლგერი დადებს საკუთარ შთაბეჭდილებებს :D დაგასწარით :ბეეე: :D:D
მიხარია :ხტუნვ: დალის ნამუშევრები... \პიკასოზე კი ვბრძანდებოDით მე და ნიკოლო, მაგრამ უნდა ვაღიარო ორივემ, რომ არც ერთს არ გვიყვარს პიკასო.. დალიზე კი ორივე ვაფანატებთსავით..
ჰოდა, ამას გამოვტოვებდი? :ხტუნვ:

კიდევ ისა, ციფრული მინდა დამპლებო, სამახსოვრო ფოტოების გარეშე ჩამოვიდე? :( თqვeნ ერთი დღით არ გაგემეტათ :|

რომ არ მიგგრუზით, წავედი მე...
ვიZინებ და ხვალ დავწერ ალბათ ემოციებს :))))

4.09.2010

ჰოი, უსაქმურობავ....

რა უდა აკეთო ღამის 2 საათზე ადამიანმა, როცა წევხარ ლოგინში, მკერდზე გადევს hp , ფილმის გადმოწერამდე დარჩენილია 15 წუთი, არავის არ ესაუბრები, რადგან საკუთარ თავზე ხარ ნერვებმოშლილი და თან გეძინება?

უნდა შეხვიდე საკუთარ ბლოგზე და პოსტო სისულელეები. დასკვნა: მე სულელი ვარ. კარგი დასკვნა: ეგ ადრევე ვიცოდი.

არადა რამდენი სასარგებლო რამის გაკეთება შემძლო ( წამეკითხა წიგნი NATO-ს შესახებ, შესაბამისად გასცე პასუხები ალიენტეს კითხვებს, ან დებატების 4 თემიდან ერთ-ერთის შესახებ მაინც მომეძიებინა მასალა, ან დამეწყო საკურსოსთვის მასალების მოძიება), მაგრამ არა, ნაცვლად ამისა, მე ვზივარ აქ და ვწუწუნებ, როგორც ყოევლლთვის.


საით მიექანები , კნუტო....

"ობოლი ბიჭი ვარ, ღარიბი ღატაკი და...."



ამას წინათ მივხვდი რა არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიყვარს თბილისი. იმდენი მათხოვარია, რომ ჩემი მშობლიური, მშვიდი, წყნარი და რაც მთავარია, უმათხოვრო რუსთავი მირჩევნია.

არ არსებობს მე და
ნიკოლომ ქალაქში ბოდიალი გადავწყვიტოთ და ციგნები არ ავიკიდოთ. მიზეზებს ნუ განვიხილავთ რატომ გვეკიდებიან, შესაძლოა თანამოძმეებად აღგვიქვამენ, ფულს გვთხოვენ თუ რა ვიცი.. მაგრამ ფაქტია, რომ ვეღარ ვიშორებთ ხოლმე :)

ჩვენი უკანასკნელი ბრძოლა მათთან მარჯანიშვილზე შედგა, რამოდენიმე დღის წინ. ნაყინს გემრიელად მივირთმევდი დამითმეო რომ მომთხოვა პატარა, ჭუჭყიანმა ბავშვმა, სამართლიანად გავაპროტეტსტე და გავიქეცი :D (თქვენ ნიკა უნდა გენახათ, რომ მირბოდა და ციგნის ბავშვი მისდევდა, რა სანახავი იყო :))) ) რუსთაველზე რა შეგვემთხვა აღარ მოვყვები, ფეხზე სემოეხვია ის ბავშვი ნიკას :))))) ჰჰჰაჰ ))

რა მაინტერესეს, იცით? ციგნები ხომ ბოშები არიან. ჰოდა, ფილმებშჳ სულ კარგად მომღერალ-მოცეკვავე ხალხად რომ ჰყავთ ხოლმე გამყვანილები, ახლა რა ჯანდაბა სჭირთ? მეტროში რომ დადიან და "ობოლი ბიჭი ვარ, ღარიბი , ღატაკიო", გვიმღერიან. ან ქუჩაში მიმავლებს შეფურთხების მუქარით ფულსა და ტკბილეულს გვართმევენ :(

რა უბედურებაა.... ზოგადად ასეა ყველგან და ფილმები გვატყუებენ, თუ ჩვენთან ( როგორც ყოველთვის ყველაფერს მოსდის) ბოშებიც რაღაც იდიოტურ ჰიბრიდად იქცნენ?





4.06.2010

მზე...

დღეს იციტ რა კარგი დღე იყო??
ყვე;აზე დამღლელი დღე მთელი გაზაფხულის განმავლობაში , მაგრამ ყველაზე ბედნიერი :)

მოგიყვეთ??
ვის რაში აინტერესებს ისე :D მაინც მოვყვები :ბეეე: ჩემი ბლოგია, თქვენ ვინ გეკითხებათ :P

ჰოდა.. იმით დავიწყებ, რომ ბოლო 4 დრე დასვნება მქონდა... უზარმაცეს პერიოდი. წესით, ვაპირებდი მემეცადინა, რომ ჩამოგითვალოთ რამდენი მქონდა სამეცადინო, შეგეცოდებით. ეს კვირა ხომ საგამოცდო კვირაა თეუსუში, ამას დამტებული ტესტირება თომაძესთან საიაში, + ალიენტეს კითხვები დასაწერი, + დებატების 4 თემა მოსამზადებელი , + საკონფერენციო სისხლის სამართალში... განვაგრძო??? არ ღირს ალბათ...

ჰოოდა, მოკლედ. პირველი ვალდებულeბითში მქონდა გამოცდა. ნასწავლი მართლა არ მქონდა , მაგრამ ... მივედი და რაღაც იდიოტური საკითხები სემხვდა და დავწერე. 10-დან 1-მდე უნდა გავჩერებულიყავი შემდეგი ლექციისთვის, რა თქმა უნდა დამეზარა და გამოvიპარე :D
საიაში გავტანტალდი ბიბლიოთეკაში, წიგნი ავიღე და მერე... მერე მზის სანახავად წავედი მე ;;) არ გჯერათ? :))
მზე ხომ ჩემი სისუსტეა.. ჰოდა, მინდოდა სითბო და... წავედი :შ

ზურასთან ერთად რატომაღაც ონკოლოგიურთან აღმოვჩნდი, ლისის ტბაზე :)) დავ"წრე"თ (ნაცვლად და"კრუგვ"ისა :D , zuras davesesxe )) ), გავთბით მზით, მე პირადად მზით დავიმუხტე... გავთბი... (ცოტა კი შემცივდა ისე :შ )
თუმცა მერე მომიხდა დაბრუნება ამ სულელურ თბილისში, სულეLურ ტესტირებაზე, სადაც ისევ მეზარებოდა აზროვნება...
ესაა ცხოვრება?
დიილთ გამოცდა, შუადღეს გაქცევა და სითბო, საღამოს გამოცდა...
ეჰ :(

OFF

4.04.2010

პაციენტი: მე...



თარიღი: რა დამავიწყებს...
ასაკი: პირველი ორსულობისთვის ხანდაზმულიო, ისე კი (ჩვენებურად), არც ისე დიდი...
კონსულტაციის შედეგი: ვიზუალირდება სანაყოფე პარკი, ზომით 8-9 მმ. სავარაუდოდ 3,5-4 კვირის ორსულობა............

როგორ მიცემდა მაშინ გული....თუმცა რას გიხსნი, შენც ხომ გიცემდა...გამიხარდა და შენც გაგიხარდა...მერე მე მუცლის გარედან, შენ - მუცლის შიგნიდან მივადეთ ხელისგულები, ერთმანეთის ხელისგულებს და მგონი, გავათენეთ....არა, გამთენიისას იავნანასავით წავიმღერე და ( ან კი სად ვიცი სიმღერა) შენ ჩაგეძინა...
ფრთხილად ჩამოვდგი ფეხი საწოლიდან, არ გავაღვიძო-მეთქი და მთელი დღე ფეხის წვერებზე ვიარე...
მეექვსეზე რა ხმაურიანი მეზობლები გვყავს ხომ იცი, ატეხეს ბრაგა -ბრუგი.გაბრაზებულმა ავძახე არ გამიღვიძოთ-მეთქი და...-ვინაო? ჩამომძახეს....სანამ მაგათ ავუხსნი.....
ორივე ხელი მუცელს ავაფარე, ხმაური აღარ შემოვიდოდა, ვიცი, aხლა იბრაგუნონ რამდენიც უნდათ.....
მერე, როცა გამოგეღვიძა, ჭამაზეც შევთანხმდით,ზღაპარზეც და ცოტ-ცოტა ტირილზეც. შენს მაგივრად მე უნდა მეტირა, ხომ გახსოვს....
შენი კვირები ხელის თითებზე წამოვიცვი.ასე ვითვლიდი....
-ათი თითი რომ გაქვსო,- მითხარი,- 9 თვემდე რას გეყოფაო?
ოღონდ მაგის მეტი სადარდებელი არ გვქონოდა.ჩემი ქმრის,დედაჩემის, ბებიაჩემის თითებს მოვიხმარდი თვლაში( მაშინ ბებო ხომ ცოცხალი იყო). კი გვეყოფოდა ცხრა თვემდე, მაგრამ ... 5 კვირის თავზე ღმერთმა ჩამომძახა, მფარველ ანგელოზს ვგზავნი ჩემთან ამოიყვანსო...პატარა აღარავინ დამრჩა, ყველა ანგელოზი ეrთიანად გაიზარდაო.....ისე არ მინდოდა შენი გაშვება, მაგრამ შენც რომ დაიჟინე:დეე, გამიშვი რა ღმერთთან წავალო...აჰა, გაგიშვი და.....
-ღმერთო, სანამ მე მოვალ, კარგად მიმიხედე, ფაფა ბოლომდე შეჭამოს. ჭამის წინ, ხელ-პირი დაიბანოს, ჭუჭყიანი ხელი პირში არ ჩაიდოს, რა ვიცი, მეშინია მაინც...ძილში საბანი არ გადაიხადოს, არ გამიცივდეს, დააფარეთ ხოლმე.თუ დაეცა და მუხლი გაიტეხა, შეუხვიეთ , მე აქედან კოცნას გამოვუგზავნი და მუხლზე დაადეთ, მალე მოურჩება....ჰო, რა ვიცი...თუ რამე დამავიწყდა კიდევ მოგწერთ.
ეს მეექვსე სართულის მეზობლები როგორ ხმაურობენ, ჭერი თავზე ჩამომეmენგრევა.თუმცა, aხლა აღარ ვაჩუმებ , არ გამიღვიძოთ-თქო, აღარც მუცელზე ვიფარებ ხელებს, ხმაურმა არ შეაწუხოს-მეთქი.... იხმაურონ რამდენიც უნდათ, რაRaს დავეძებ...

I'm sorry...

4.03.2010

წინასაგამოცდოდ გვიჭირს


არაკრეატიულობით და სიზარმაცით გამორჩეული პერიოდი მაქვს. მიზეზი ჩემი მკვდრობისა, ფსიქოლოგიური გახლავთ : სამეცადინო მაქვს და მეზარება. დიახ, მხოლოდ იმის ცოდნაც კი, რომ ბევრი უნდა ვიმეცადინო, მადუნებს და წინასწარ მღლის. და როგორ გინდა ამ ყველფრის შემდეგ ადგე, აიღო წიგნი (სამეცადინო, თორემ მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება ეგ), გადაშალო და ისწავლო? :|


ჰოდა, მეც მეორე დღეა ათასგვარ მიზეზს ვიგონებ საკუთარი თავისა და სინდისის დასამშვიდებლად, რომ არ მცალია :)) კიდევ არაუშავს, სინდისი მაინც შემრჩა და ხანდახან მაინც მახსენებს მოვალეობებს.

ჰოდა, აქ ამ სისულელეების წერას, არ სჯობს ავდგე და ვისწავლო? თან რა საინტერესოა სანივთო და ვალდებულებითი , თქვენ ვერ წარმოიდგენთ... ისე ჩაგითრევს კითხვისას ეს ხელშკრულების დადების პირობები და ა.შ., რომ თვალს ვერ მოსწყვეტ... ბლეჰ/... :|

წავედი , წავედი, OFF