5.26.2010

ინფორმაცია ტვინის მბურღველთათვის


მაშ ასე.
ერთხელ და სამუდამოდ, სრუილიად საჯაროდ ვახცადებ და ამაზე აღარავინ არაფერი მკითხოს თორემ უკვე ნერვი იწიწკნება.

მე და ნიკოლო შეყვარებულები არ ვართ!!!

არ ვართ, არააააა !!!!!!!

მეგობარია, საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთადაც დადივარ ყველგან, მიგებს ყველა ადამინაზე უკეთ და ა.შ.

მაგრამ
შეყვარებულები არ ვართ!!!!

სხვა ადამინი მიყვარს მეც და ნიკასაც ჰყავს გულის მურაზი.

კიდევ ვინმე მკითხავს ამაზე და უკვე..... ტვინს ბურღავთ რა მართლა.

დამოუკიდებელი სიზარმაცის დღე


სწორედ ისეთი დროა, უაზროდ რომ ვზივარ, თან რმ ბევრი საქმე მაქვს და ყველას გაკეთება რომ მეზარება.
ამ დროს მოდის უსიამო ფიქრები, იდიოტური მოგონებები და...

ჰოდა რამით უნდა დავკავდე. რიტი? ავეთრიო და ლექციაზე წავეთრიო? :შ
არ მინდა.
ავდგე და სეპირებული ნამცხვარი გავუკეთო მამას? :შ
არც ეგ.

რა უნდა ქნა ამ დროს (ჯერ კიდევ) 18 წლის ბავშვმა? უნდა შეეთრიო ბლოგზე და რამე დაწერო, მაგრამ რაზე? იდეები კი მაქვს მაგრამ მეზარება.

:შ:შ

ჩემი მორისონი მაინც მქონდეს აქ.... ვთარგმნიდი და დავწერდი საგამოცდოდ... მაგრამ თბილისშჳ დამრჩა.

აი ასეტი დამოუკიდებელი სიზამრაცის დღე მაქვს :შ
წავალ მარის მაინც ვნახავ და....
უჰ
ვერ გიტან კნუტო


5.18.2010

წიგნის XII ფესტივალი-ტუსაღი #11

კნუტი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

დღეს წიგნის ფესტივალზე ვიყავით მე და ნიკოლო.იმდენად კარგი იყო , რომ დაღლილობა აღარ მახსოვს უკვე :)

ქართული ფესტივალი რომ იყო, იმაზე შეემჩნა ,რომ 11-ზე უნდა დაწყებულიყო და რომ მივედით 12-ის ნახევარზე (ქართული პუნქტუალურობა), გვითხრეს პირველზე გადაიტანესო.

არაუშავს, ამ შუალედში ნიკოლომ მოახერხა, დამითანხმა (დაჩოქებითა და მეტანიებით, არ ვაზვიადებ :D ) და ბიტანიკურში ჩავედით კიდევ ერთხელ.

ორი საათისთვის ისევ ყოფილ ფილარმონიასა და ახლადელ ივენთ-ჰოლს ვესტუმრეთ.






მართლა კარგი იყო დღე და ძალიან ვისიამოვნე. მე ჟურნალისტ არ ვარ და რეცენზიებს ვერ დავწერ, როგორც ბევრი ქართველი ბლოგერი აკეტებსო ხოლმე სხვადსხვა პრეზენტაციებზე, ფილმებზე და ა.შ. მე იმას დავწერ რაც მომეწონა ან არ მოmეწონა :D







ნუჰ, ყველაზე ცუდი ის იყო, რაც მუდმივად მაწუხებს :D ჩემი საფულის სტუდენტური შიგთავსის სიმწირე :D არადა შევიძენდი ბევრ კარგ წიგნს, თანაც ფასდაკლებით. საბოლოო ჯამში კი მხოლოდ სულაკაურის გამოცემლობის მიერ (ჩემნაირი ჯიბეგაფხეკილი სტუდენტებისათვის) რაღაც აქციაზე 2 ლარად შევიძინე ჯემალ ქარჩხაძის "გუბე", არადა "იგი" მინდოდა და ვერ იშოვე :( ნიკოლომ "15 საუკეტესო ქართული მოთხრობა " იყიდა და ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ მისი წიგნი ჩემს პარკში აღმოჩნდა, ჩემი კი ნიკასთან :D



ყველაზე საუკე\ტესო იყო "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი აქცია "კარცერი-ლუქსი" აქციის შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში: მოგათვსებდნენ კარცერში, აიღებდი რაიმე წიგნს, წაიკითახვდი ნაწყვეტს 10 წუთის მანძილზე მხატვრულად და ბოლოს რაიმე წიგნს გჩუქნიდნენ.



მე "ტუსაღი #11" ვიყავი :D ბედნიერი სახით მივიწებე მე-11 ნომრის ნიშანი და ასეტივე ბედნიერი დებილის სახით ვიჯექი კარცერში და ვკითხულობდი დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" ამ ნაწარმოებიდან ნაწყვეტს. საჩუქრად გურამ რჩეულიშვილის "ნელი ტანგო " ავიღე :)



ყველა გამომცელობის სექცია დავათვალიერე, რამოდენიმე მ მართლა დიდი შტაბეჭდილება მოახდინა, მაგალითად,, "აწმყო", რომლის არსებობაც არ ვიცოდი.ზალიან ლამაზი ყდები ჰქონდა ალბომის, სასაჩუქრე კონვერტების და სხვადსხვა რაღცეებს. რბილი, მცენარეებით, ყვვილებით გაფორმწებული, დავინეტერსდი და აღმოჩნდა, რომ ეს ყდები ხელით მზადდება თურმე, უნარშეუზღუდული ადამიანების მიერ. მართლა ძალიან ლაამზი იყო და თუ ვინმე მიხვალთ წიგნის მე-12 ფესტიოვალზე, იყიდეთ რა. ჩემი პირადი თხოვნაა.



ჰო, ევროკავშირი ბიძია, როგორც ყოველთვის ყველაზე გულუხვი და კეთილი იყო :D ყველაფერი, რაც მათ სტენდზე იყო განლაგებული, აღმოჩნდა რომ უფასო იყო :დ ავიღე რამოდენიმე ბროშურა, რომელიც გამომადგება ალბათ საერთაშორისოში ევროკავშირს რომ გავივლი :D



კიდევ რა მოგიყვეთ?

ჰო, უგულავა გაიჩითა. ეგ ხო არ მაზავს PR-ის კეთების საშუალებას რა... ტვინს ბურღავს :|

P.S. იქაურ ფოტოებს იმიტომ რომ ვერ ვდებ , რომ უბრალოდ არც გადამიღია :D

5.16.2010

იდიოტური კვირა დღე


დღეს იმდენი გეგმა მქონდა და ბოლოს აღმოჩნდა , რომ იდიოტურად უნდა გავატარო ეს კვირა დღე :|
ვაპირებდი მწვადზე საქეიფოდ წასვლას, საღამოს სწავლას.

მერე აღმოჩნდა რომ მარტო უნდა მესწავლა, ვიფიქრე მაინც აღარ გავდივარ და მორისონზე მაინც ვთარგმნი-მეთქი და სრულიად შემთხვევით გავიხსენე, რომ მაგისი ქსეროqს თბილისში დამრჩა...

აი, ასეთი იდიოტი ვარ :|

ჰო, წეღან გარეთ ვიყავი და დავაკსვენი, რომ რუსთავს მართლა ვერ ვიტან,.
იდიოტების ბუმია იხილეთ ჩემი სტატუსი ფბ-ზე

5 წუთიანი გასვლა გარეთ-მაღაზიაში, მოკლე შორტებით.
შედეგი: დეიდების ბოროტი მზერა "ეს რა გაცვია" გამომეტყეველებით, ბიჭების გადაძახილები "ნახე, ბიჭო, რა მაგარია", "იფ-იფ, უფ-უფ" ბეგერები, მანქანის ორი სიგნალი, სამი სტვენა.
დასკვნა: ვერ ვიტან რუსთავს.

5.11.2010


ეს პოსტი მეტად პირადულია, ნუ შემოხვალთ ყველანი


ჰო, კარგი რაღაცეები ხდება ამ ბოლო დროს ისე... მე და ანის საიაში სამართლის საფუძვლებში გამოცდის ჩასაბარებლად ჯიმ მორისონის შემოქმედების ფილოსოფიური მიმოხილვის წარდგენა დაგვევალა :) საინეტრესოა, ჰო?

ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ისაა, რომ ლიტერატურა სულ რუსულადაა და რა ვიცი, გვიჭირს ცოტათი მგონი :))) მაგრამ თემა იმდენად საინტერესოა, რომ მაინც მინდა ამის მომზადება. მერე აქ დავდებ პოსტის სახით :) ერთი გასროლიტ ორი კურდღელიო, თუ როგორ? :))




ხანდახან რა დამღლელია ლოდინი. ხანდახან თუ ყოველთვის?

მგონი სულ :(

რამდენი ხანი უნდა ველოდო მის ჩამობრძანებას, რა არის უჰ :( მესამე კვირაა უკვე :(

ჩამოხვალ თუ ჩამოგიყვანო ძალით? :)))


OFF

5.04.2010


ახლა ისეთ ემოცეიებში ვარ, რომ არ დავწერო ან გული გამისკდება ამაღამ და ან ფეხით წავალ სახლში.

დღეს რა ამბები იყო, ალბათ გახსოვთ. ილიაუნისთან საპროეტსტო აქცია მოაწყვეს და...


თუმცა ჯობს ალბათ იმით დავიწყო, რომ რამოდენიმე დღის წინ ჭავჭავეძეში წიგნის პრეზენტაცია მოაწყვეს, სახელწოდებით "საიდუმლო სირობა". წიგნმა ძალზედ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვა, ვერ გეტყვით რა წერია შიგნით, რა აზრი დევს, არ წამიკითხავს და კომპტენტური ვერ ვიქნები, მაგრამ რაღაც მონაკვეთები რაც მომხვდა ფბ-ზე თვალში წავიკითხე და მართლ არ მომეწონა. გულისამრევი რაღაც იყო. რა ვიცი. შესაძლოა მცირე მონაკვეთებით არ უნდა გამოვიტანო დასკვნა მაგრამ მაინც....
მეორე ფაქტი: ჩემი ინფორმაციით, ჭავჭავაძის რამოდენიმე სტუდენტი შევიდა რექტორტან და სამლოცველოს გახნსა მოიტხოვა, რაზეც უარი მიიღეს (და რამდენადაც ვიცი არაკრექტულ ფორმებში).

ამ ორმა ფაქტმა გამოიწვია სტუდენტების აღშფოტება (ევროუპ;ლად "აღშფოთ-შეშფოთდნენ" ნეტავ?) და მცირე მშვიდობიანი მიტინგი მოაწყვეს უნივერსიტეტის წინ. ვალეში ვიყავი მაგ დროს და თავად შევსწარი რომ სრუილად მშვიდობიანად იარეს უნიდან ვალის პარაკამდე და მერე რა ქნეს არ ვიცი.

ამას მოჰყვა ის, რომ მეორე მხარემაც (წიგნის ფანებმა?) მოინდომა დემონსტრაციის გამართვა და ისინიც იქვე შეიკრიბნენ და ..... ნეტგაზეთის სტატია ამ ფაქტზე. თუმცა,


მღვდლების გამოჩენას მათი თანამოაზრეები, რომლებსაც რამდენიმე ადამიანის ცემა უკვე მოესწროთ, სიხარულით ეგებებოდნენ და საპასუხოდაც იგივე კეთილგანწყობას იღებდნენ. რელიგიური ნიშნით გაერთიანებული ადამიანები ორივე მხარზე შუბლის მიდებით ესალმებოდნენ ერთმანეთს.

ეს მგონი სისულელეა. ">ამ ვიდეოში კარგად ჩანს რომ მღვდელი პირიქით, ხალხს სთხოვს დაიშალონ.
>

ჰოდა, რამ გამოიწვია ამ პოსტის დაწერა. ეს ხალხი მგონი სულ გადაირია დეიდაჩემი ტამადობით.
წეღან ტვ-ში მოვკარი ყური ამ ფაქტზე მსჯელობას და ფბ-ს მიმჯდარმა ჩავიბურდღუნე, როგორ შეიძლებოდა,რომ სცემეს-მეთქი.... და იქ ამბავი ატყდაა ))))))))))))))

ზუსტადაც რომ უნდა ეცემათ, როგორ სეიძლეობდა ასეთი რაღაცის დაწერა, რასაც ქართველები ამდენი წელი ვქმნიდით და რისიც გვწამდა ამ ნაწარმოებშჳ რანაირადააოო და მოკლედ აღარ მახსენდება დეიდაცემის ეპითეტები,
დასკვნა: დეიდაჩემი უნდა იღწვოდეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისათვის, ხოლო მე თურმე იურსიტობას ვეფაერები და მახინჯი აზროვნება მაქვს ,. რადგან არ მომეწონა ადამინის უფლებების დარღვევა და გამოვახატე რომ არ უნდა მიეყენებინა ფიზიკური შეუტაცხყოფა,/


დიახაც, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს უნდა ჩავქოლოთ!!!!

აი ამას მასწავლიან მე სახლში!!!!!

მიშველეთ...............................................