2.03.2012

fffff

ელეფონი შერლოკის საუნდტრეკით ამღერდა. „ზედმეტად ხმამაღლაა“,– გავიფიქრე და ხელით გადავწვდი. თვალები ჯერ ისევ დახუჭული მაქვს, მეზარება იმის გასაგებად გახელა, თუ ვინ რეკავს. მწვანე ღილაკს კი თვალდახუჭულიც ვიპოვი.




–გისმენთ

–კნუტ…

– გიო, ხომ გთხოვე აღარ დაგერეკა? – ხმაზე ვცნობ უკვე L დამღალა

– ხომ იცი, როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის…

–ჰოდა, თუ ისეთი ძვირფასი ვარ, როგორც ამბობ, გაითვალისწინე ჩემი თხოვნა და აღარ დამირეკო… – ხმა ზედმეტად მშვიდი და დაღლილი მაქვს, საკუთარი თავის მიკვირს. თუმცა, რა გასაკვირია ღამის ორზე, მძინარეს რომ დაღლილი ხმა მქონდეს.



ტელეფონს ვთიშავ და ისევ სკამზე ვდებ.

11.05.2010

კნუტი ვორდპრესზე

საკმაოდ დიდი ხანია გადავბარგდი ვორდპრესსზე.?

თუ გაინტერესებთ ჩემი ბლოგი და სემთხვევით აქ აღმოჩნდით, გეტყვით, რომ ეს ჩემი ძველი ბლოგია და რადგან ფუნქციურად ვორდპრესი სჯობს ბლოგსპოტს ბლოგერისათვის, ამიტომ გადავედი აქ http://knuti.wordpress.com/

6.07.2010

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ....


რაღაც ბლოგერული თამაშია მგონი.. . წერენ ვინ არიან, ქუჩაში შემთხვევით რომ შეგხვდეთ, რომ გვიცნოთ.... მერე ერთმანეთ თა(ნ)გავენ და დათაგულმა საკუთარ თავზე უნდა დაწეროს... ცოტა ხნის წინ ზორბეგმა მეც მომნიშნა. აქამდე მეზარებოდა და ახლა დავწერ :)




მაშ ასე... თუ თქვენ არ ხართ ჩემი ფეისბუქის მეგობარი და არ გაქვთ ნანახი ჩემი ფოტოები, გეტყვით რომ ვარ საშუალო სიმაღლის, გამხდარი,შავთმიანი გოგო... თმა გუშინდლამდე ძალიან გრძელი მქონდა, გუშინ კი "მოვიკვეცე" :( ეჰ,... მაგას ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა რა :))
ჰო,... დავდივარ ხოლმე ჯინსებით, ე.წ. ბალეტკებითა და რაიმე მაისურით, მაგრამ ცხელა და შესაბამისად შორტებსა და სანდლებზე გადავედი :D

ალბათ სადმე რუსთაველსა და მარჯანიშვილზე თუ მოკრავთ ყველაზე ხშირად თვალს :)
თუ დამინახავთ და მოდით, იმხარია ხოლმე ხალხის გაცნობა :))
კიდევ რა დავწერო? :შ

ან ვინ დავთაგო? :შ

კარგი, ნიკოლოს, დიანას და რა ვიცი , კიდევ ვიღაცას :))))


პ.ს. ყველაზე ხშირად ნიკოლოსთან ერთად დავდივარ და ალბათ მასთან ერთად მიხილავთ :D


6.06.2010

მოთხრობა?




სცადეთ მიხვდეთ ისტორიას :)

5.26.2010

ინფორმაცია ტვინის მბურღველთათვის


მაშ ასე.
ერთხელ და სამუდამოდ, სრუილიად საჯაროდ ვახცადებ და ამაზე აღარავინ არაფერი მკითხოს თორემ უკვე ნერვი იწიწკნება.

მე და ნიკოლო შეყვარებულები არ ვართ!!!

არ ვართ, არააააა !!!!!!!

მეგობარია, საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთადაც დადივარ ყველგან, მიგებს ყველა ადამინაზე უკეთ და ა.შ.

მაგრამ
შეყვარებულები არ ვართ!!!!

სხვა ადამინი მიყვარს მეც და ნიკასაც ჰყავს გულის მურაზი.

კიდევ ვინმე მკითხავს ამაზე და უკვე..... ტვინს ბურღავთ რა მართლა.