ელეფონი შერლოკის საუნდტრეკით ამღერდა. „ზედმეტად ხმამაღლაა“,– გავიფიქრე და ხელით გადავწვდი. თვალები ჯერ ისევ დახუჭული მაქვს, მეზარება იმის გასაგებად გახელა, თუ ვინ რეკავს. მწვანე ღილაკს კი თვალდახუჭულიც ვიპოვი.
–გისმენთ
–კნუტ…
– გიო, ხომ გთხოვე აღარ დაგერეკა? – ხმაზე ვცნობ უკვე L დამღალა
– ხომ იცი, როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის…
–ჰოდა, თუ ისეთი ძვირფასი ვარ, როგორც ამბობ, გაითვალისწინე ჩემი თხოვნა და აღარ დამირეკო… – ხმა ზედმეტად მშვიდი და დაღლილი მაქვს, საკუთარი თავის მიკვირს. თუმცა, რა გასაკვირია ღამის ორზე, მძინარეს რომ დაღლილი ხმა მქონდეს.
ტელეფონს ვთიშავ და ისევ სკამზე ვდებ.
–ვინ იყო?
– რა მნიშვნელობა აქვს, ჩამეხუტე, – კედლისკენ ვტრიალდები, მის ხელს მუცელზე ვიდებ და ვჩუმდები. მხარზე კოცნას ვგრძნობ, ყველაფერი კარგადაა.
No comments:
Post a Comment