6.07.2010

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ....


რაღაც ბლოგერული თამაშია მგონი.. . წერენ ვინ არიან, ქუჩაში შემთხვევით რომ შეგხვდეთ, რომ გვიცნოთ.... მერე ერთმანეთ თა(ნ)გავენ და დათაგულმა საკუთარ თავზე უნდა დაწეროს... ცოტა ხნის წინ ზორბეგმა მეც მომნიშნა. აქამდე მეზარებოდა და ახლა დავწერ :)




მაშ ასე... თუ თქვენ არ ხართ ჩემი ფეისბუქის მეგობარი და არ გაქვთ ნანახი ჩემი ფოტოები, გეტყვით რომ ვარ საშუალო სიმაღლის, გამხდარი,შავთმიანი გოგო... თმა გუშინდლამდე ძალიან გრძელი მქონდა, გუშინ კი "მოვიკვეცე" :( ეჰ,... მაგას ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა რა :))
ჰო,... დავდივარ ხოლმე ჯინსებით, ე.წ. ბალეტკებითა და რაიმე მაისურით, მაგრამ ცხელა და შესაბამისად შორტებსა და სანდლებზე გადავედი :D

ალბათ სადმე რუსთაველსა და მარჯანიშვილზე თუ მოკრავთ ყველაზე ხშირად თვალს :)
თუ დამინახავთ და მოდით, იმხარია ხოლმე ხალხის გაცნობა :))
კიდევ რა დავწერო? :შ

ან ვინ დავთაგო? :შ

კარგი, ნიკოლოს, დიანას და რა ვიცი , კიდევ ვიღაცას :))))


პ.ს. ყველაზე ხშირად ნიკოლოსთან ერთად დავდივარ და ალბათ მასთან ერთად მიხილავთ :D


6.06.2010

მოთხრობა?




სცადეთ მიხვდეთ ისტორიას :)