3.28.2010

ხმარებისგან გაცვეთილი ფრაზები


დღეს რა კრეატიული ვარ , მოკლედ რაა )) ეს უკვე მესამე პოსტია ამ ორ დღეში,.. მუზა მომაწვა =))

მაშ ასე... უნდა ჩამოვწერო ის ფრაზები , რომლებსაც ხშირად ვიყენებთ მე და ჩემი მეგობრები. სრულიად უაზრო რაზებია, მაგრამ ჩვენ რომ გვეცინება და თქვენ რომ ცრემლი მოგადგებათ, ამ ბავშვების იუმორი სად დარჩენილაო....




ფრაზა #1: კარტოფილი შემიწვი და არ მაჭამო... ;(
კეტჩუპი მოასხი და მაინც არ მაჭამო ;(

#2:ამთანგე, დამიპყარი, ალყა შემომარტყი, გამწკეპლე... მსგავსი თემატიკა :=))
#3: რანაირად გამოყურები, რა გაცვია, რა გისვია-ს პასუხი: შარვალი ავტბუსში დამრჩა
#4: რამეს რომ გთხოვენ გამიკეთეო - ბარემ წამართვი ახალგაზრდობა.. :(
#5: აულაბარი, კუარტალი... (თქვენ ეს მუზაშვლის გამოთქმული არ მოგისმენიათ და იმიტომ არ გეცინებათ : )
#6: უკმაყოფილესი (უკვე აღნიშნული თამო მახარობლიძის საყვარელი გამონათქვამი =) თამო, მევასები, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ)
#7: ეე, მეტი აღარ მახსენდება და თუ გავიხსენებ დავამატებ :D

LOL

ქართული ბზობა =

ისაჩევი


დილით დედამ გამაღვიძა (რითიც ნამდვილად უკმაყოფილო დავრჩი) და მითხრა, რომ ტაძარში მიდიოდნენ. მოკლედ, გაყოლა შემომთავაზა.
რატომღაც წასვლის სურვილი მქონდა ?(მიუხედავად იმისა, რომ გამაღვიძეს) და ავდექი. ჯერ იმან გამთანგა, კაბა რომ უნდა მომეძიებინა და თავშალი. გამოვეწყე და....

მოკლედ აღვწერ ჩემს დღევანდელ ემოციებს.
ეკლესიაში მისვლისთანავე "გრუზი შემეყარა" : ხალხის სიმრავლე ტაძარში, ბაზრობასავით მოფენილი დახლები, მათხოვრების რაოდენობა, ფრაზები "ბზა რა ღირს"? "რა ძვირია"... ,"რიგი დაიცავით, ხალხო, ერთი მხარე შევიდეს, მეორე გამოვდეს (და ამ დროს თვითონ ამ სიტყვების ავტორი ღიპიანი ბიძა შეეტენა გასასვლელ კარებში პირველი ), "ეზიარე"? "აუ, გოგო ნახე რა საყვარელიაა, ელესიაშიც დადის თურმეე"... და ა.შ. :|
ვიღაცისთვის ბზობა დღესასწაულია, ვიღაცისთვის უბრალოდ ბზის შეცვლის ყოველწლიური ტრადიცია...
ეკლესიისთვის ბზობა ბზის გაყიდვის და შესაბამისად ფულის შოვნის კარგი საშუალება ყოფილა (დღევანდელი დასკვნა), მათხოვრებისთვის კიდევ ერთი შემოსავლიანი დღე, პატარა გოგოშკებისთვის მოკლე კაბის ჩაცმისა და ლამაზი ფეხების დემონსტრირების საშუალება + ამას ჩვენება , რომ ჭეშმარიტი, კდემამოსილი მართლმადიდებლები არაინ მსგავსი ფრაზებით: "ეზიარე? არც აპირებ?? აუუ,.. რას ამბობ... მთელი დღე აქ ვარ." პატარა სტიქაროსანი ბიჭებისთვის გოგოსთვის თავის მოწონების კარგი საშუალება (დასკვნა შემდეგი სიტუაციიდან: სტიქაროსანმა საკურთხევლიდან გარეთ გამომავალი კარიდან 2 მატრაკვეცა გოგოს ჩუმად გამოუტანა სეფისკვერი და მათ შექებაზე სიამაყით აღივსო)

ეკლესიაში შესვლის სურვილი რომ ეზოში ფეხის შედგმისთანავე დავკარგე, ეგ უკვე ვთქვი მგონი. იქაურობის დატოვების მოთხოვნილება კიდევ უფრო გამიძლიერა იმ დახლებმა. რატომღაც იესოს ცხოვრებიდან ის ეპიზოდი გამახსენდა, იესო ტაძრის ეზოში რომ შედის და იქ გამართულ ბაზრობის დანახვისას დახლს რომ გადაუყირავებს.... :|
ჩემი ორი ძველი ტინგიცა კლასელის ნახვისას, რომლებიც ცანცარის მეტს მთელი ცხოვრება არაფერს აკეთებენ და ეკლესიაში სერიოზული , მადლმოსილი და შეუვალი სახეებით რომ დგანან ხოლმე... ვაიმეე... აღარ მინდა ხალხმრავლობა ტაძარში. ჩემი ჩუმი რწმენა მირჩევნია მე...

არც ათეისტი ვარ და არც თეისტი. უბრალოდ, დღევანდელი ემოციები რომ არ დამეწერა არ შემეძლო, იმდენად ცუდად გამხადა იმ ბაზრობამ და ხალხმა...

3.27.2010

დაგრუზული პოსტი



ამ ბოლო დროს სულ ცუდ ამბებს ვიგებ... ვიღაც იღუპება უდროოდ და სულელურად, ვიღაცას კიბო აღმოაჩნდა, ვიღაც მარტო დარჩა...
არ ვიცი ეს პერიოდია უარყოფითი ენერგიით დამუხტული თუ რა ხდება , მაგრამ ფაქტია, რომ სულ რაღაც ცუდი ხდება ირგვლივ. 2012-მდე მიუღწევლები ამოვიხოცებით მგონი :(

ამას თავი დავანებოთ და... ჩემთანაც სულ ცუდი რაღაცეები ხდება =( გუშინ ვნახე ის... იყო ბოდიში, იყო ცრემლები, იყო გაბრაზება და ისევ გაბუტვა...
ეს დღეს გამოგზავნილი ვიდეო... დამშვიდობების ნაცვლად.
ვერ ავტვირთე და აი ასე ხელით ამოწერილს დავურთავ პოსტს...
დაწერეო, მაძალებდნენ. ჰოდა... დავწერე.
ეჭვიანობს ჩემს ვნებებზე )

Eეჭvianoba vnebaze,
davtoveb mias,cis kidurze vipovi binas.
vimis წყals davlev,rublebs evam,
agram ra vuyo
me ens gamo samyaro minda
.gauqeb qveynis ma-velebs, baebs,
yvela frinvelis enas visavli,
yvela zvis napirs gavcurav mklavi
da mainc moval.
kars emovaღეb.
ara aqvs azri asaks da
onas
arc
avs, arc qeras kaci ar indobs,
magram
valebis magiebs feri,
iqos mumiad gadaviqeci
am piramidam ki damimona.
es aris
თეთri legenda avze,
თითqos ulian sorelis msgavsad
წითels miveltvi anebuls avze.
ori isari: m
vane da mvane gmoben endobas

sxivi aqvs mvave,
Romani rei saxelad rombi,
emi samarxis onxi avage.
en gadaicvav alqajis formas
me ki am formis in unda davdge.
davdgebi uxmo. arafers გეtyvi,
mxolod ens valebs davuyeb შეbmas,
momnatrebia xmauri setyvis
sen daiquxeb, elvad iqcevi,
paraskevs ami me davibade,
paraskevs ame movkvdebi axla.
rublad medeba შეშlili saxe,
mvane simvave saolში mmarxvas,
ven- galeili mdedri da mamri,
miveqanebit vnebaa abri.
erxans mipirebs daxrobas qamri.
,axla evebi ჩაmavlo ybai.
paraskevs ami aivso mvare,
vnebi alili kbilebi yeli.
sisxlis alersi saamod mare,
თვalis sinale davkarge bnelში


ვიდეოს "ეჭვიანობა ვნებებზე" ჰქვია. ჰოდა ისიც ეჭვიანობს ჩემს ვნებებზე =)) მე ვნებიანი ვარ? ) ჰმ )) რას მკადრებთ, ქართველი, კდემამოსილი, დარბაისელი ქალი ვარ... მეორე თემიდა.

3.20.2010

პოხუისტი კნუტი



ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრის საუბარი:
მე: -იცი X-ს დავშორდი. :D
ნიკოლო: აქამდე ისეთი ბიჭებით იყავი ხოლმე დაინტერსებული, X-ის არსებობა მიხაროდა.
მე: ახალი ბიჭით ვარ დაინტერესებული.
ის (ნიკოლოს დაწერა მეზარება) : ვინაა?
მე: პოხუისტია.
ის: :X
(განმარტებისთვის, X იმდენად ცნობილია ყველასთვის, არ ღირს დაფიქსირება.ტეხავს :D )



იმდენად სწარაფად მეცვლება გემოვნება, საკუთარი თავის მიკვირს . იმდენად სწრაფად მბეზრდება ყველაფერი, ეგეც მიკვირს. იმდენად გავზარმაცდი, ეგეც მიკვირს. იმდენად "ვპოხუისტობ", ეგეც მიკვირს.
რა ტავტოლოგიაა. მაგრამ მიკვირს და...

რას ვბოდიალობ ნეტავ. ჰოდა, იმის თქმას ვაპირებდი, დავიღალე ამდენი ბოდიალით, აღარც უნივერსიტეტი მინდა, აღარც წიგნები და აღარც საია. მომბეზრდა. უსაქმურობა მინდა, ტელევიზორის წინ იატაკზე წოლა, წიგნით ხელში, ბითლზების ფონზე. ბევრს ვითხოვ, ჰო? :შ

დავიღალე და მაიმუნობაც დავიწყე. მაგის ბრალია ეს გემოვნების ხშირი ცვალებადობები . მერა რა . როგორც უფროსებო იტყვიან ხოლმე , "გაიზრდება და დაჭკვიანდებაო", იქნებ მეც მეშველოს (მეტი არაა ჩემი მტერი, მე რამე მეშველოს) .

უკმაყოფილესი ვიყავი ცხოვრებით ამ რამოდენიმე დღის წინ. სიტყვა "უკმაყოფილესზე" თამო გამახსენდა, ჩემი ჯგუფელ-კურსელი. ის ხმარობს ამ სიტყვას ხშირად და წარმოუდგენელია არ გამხსენებოდა . თამო, მევასები.
ჰოდა, უკმაყოფილესი რატომ ვიყავი?მიხაროდა ცხოვრება. მაგრამ ვინ გაცალა? ჩამიმწარეს.
იმდენად მეზარებვა ახლის ამის წერა, ვფიქრობ მრავალტანჯული ვიდეოკამერა ხომ არ შევუერთო ჩემს ასევე მრავალტანჯულ ლეპტოპს და ჩავწერო... საუბარი წერაზე მეტად მეხალისებოდა ყოველთვის.
მაგრამ საწოლიდან კამერისთვის ადგომა წერაზე მეტად მეზარება. ჰოდა განვაგრძობ ბოდიალს.

რის დაწერას ვაპირებდი ისიც კი დამავიწყდა. სავარაუდოდ, საკუთარი თავი უნდა გამეკრიტიკებინა, რომ დროა შევეშვა პოხუიზმს და ცოტათი მაინც აღარ მეკიდოს საკუთარი თავი .
თეო თუ წიკითხავს ამას , მეტყვის: ამხელა კდემამოსილი, დარბაისელი ქალი ხარ, მეორე თემიდა და რა გეპოხუისტებაო.
მართალია.
OFF



3.08.2010

დღე პირველი და იმედია, არა უკანასკნელი


ეს პირველი პოსტია ამ ბლოგზე. იცით, ძნელია ჩემთვის აქ წერა. არა იმიტომ, რომ არ ვიცი რა დავწერო, უფრო იმიტომ, რომ დაწერილს თქვენ სწორად ვერ გაიგებთ.
არადა, მამენტ, რაში მაინტერესებს ვინ როგორ გაიგებს,.... ჩემი ცხოვრებაა.

ჰოდა, ეს ბლოგი  დღეიდან გახსნილად ცხადდება, ჩემი მოსაწყენი ცხოვრება უნდა აღვწერო ხოლმე ზოგჯერ.. ან ის ლიტერატურა ჩავყარო, რაც მე მიყვარს და თქვენ, ალბათ, არა...




დღეს 8 მარტია... იცით რა საშინელი 8 მარტია? :( არადა , რა კარგი დღე უნდა ყოფილიყო.
სულ მარის ბრალია. რა ვიცი, გაინტერესებთ კი რასაც ვყვები? ალბათ არა,. მაშინ ნუღარ განაგრძობთ რა კითხვას.
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ რამოდენიმე დღით ადრე შევუთანხმდი ქალბატონს, რომ მასტან უნდა აგვეღნიშნა ეს ტრაგიკულად მარტოსულობის დღე. გუშინ ვთხოვე, რომ გამყოლოდა სადღაც... მან კი დღეს ნაგლად დამადო :|  ცუდი ამინდია და შენ თავად ამოდი ჩემთანო, :| უნამუსო. :|

არადა რა იყო მაგაში გასაბრაზებელი,მეც კაი ფხუკიანი ვარ რა :) 

მეცადინეობაც მეზარება ( უზარმაცესი ვარ... დიდი, ზანტი, ზამრაცი კნუტი :| ვეღარ ვიტან საკუთარ თავს  მომენტებში.

ჰოდა.. ამ წუთისთვის საკმარისია, საღამოს ვიბოდიალებ კიდევ.