3.20.2010

პოხუისტი კნუტი



ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრის საუბარი:
მე: -იცი X-ს დავშორდი. :D
ნიკოლო: აქამდე ისეთი ბიჭებით იყავი ხოლმე დაინტერსებული, X-ის არსებობა მიხაროდა.
მე: ახალი ბიჭით ვარ დაინტერესებული.
ის (ნიკოლოს დაწერა მეზარება) : ვინაა?
მე: პოხუისტია.
ის: :X
(განმარტებისთვის, X იმდენად ცნობილია ყველასთვის, არ ღირს დაფიქსირება.ტეხავს :D )



იმდენად სწარაფად მეცვლება გემოვნება, საკუთარი თავის მიკვირს . იმდენად სწრაფად მბეზრდება ყველაფერი, ეგეც მიკვირს. იმდენად გავზარმაცდი, ეგეც მიკვირს. იმდენად "ვპოხუისტობ", ეგეც მიკვირს.
რა ტავტოლოგიაა. მაგრამ მიკვირს და...

რას ვბოდიალობ ნეტავ. ჰოდა, იმის თქმას ვაპირებდი, დავიღალე ამდენი ბოდიალით, აღარც უნივერსიტეტი მინდა, აღარც წიგნები და აღარც საია. მომბეზრდა. უსაქმურობა მინდა, ტელევიზორის წინ იატაკზე წოლა, წიგნით ხელში, ბითლზების ფონზე. ბევრს ვითხოვ, ჰო? :შ

დავიღალე და მაიმუნობაც დავიწყე. მაგის ბრალია ეს გემოვნების ხშირი ცვალებადობები . მერა რა . როგორც უფროსებო იტყვიან ხოლმე , "გაიზრდება და დაჭკვიანდებაო", იქნებ მეც მეშველოს (მეტი არაა ჩემი მტერი, მე რამე მეშველოს) .

უკმაყოფილესი ვიყავი ცხოვრებით ამ რამოდენიმე დღის წინ. სიტყვა "უკმაყოფილესზე" თამო გამახსენდა, ჩემი ჯგუფელ-კურსელი. ის ხმარობს ამ სიტყვას ხშირად და წარმოუდგენელია არ გამხსენებოდა . თამო, მევასები.
ჰოდა, უკმაყოფილესი რატომ ვიყავი?მიხაროდა ცხოვრება. მაგრამ ვინ გაცალა? ჩამიმწარეს.
იმდენად მეზარებვა ახლის ამის წერა, ვფიქრობ მრავალტანჯული ვიდეოკამერა ხომ არ შევუერთო ჩემს ასევე მრავალტანჯულ ლეპტოპს და ჩავწერო... საუბარი წერაზე მეტად მეხალისებოდა ყოველთვის.
მაგრამ საწოლიდან კამერისთვის ადგომა წერაზე მეტად მეზარება. ჰოდა განვაგრძობ ბოდიალს.

რის დაწერას ვაპირებდი ისიც კი დამავიწყდა. სავარაუდოდ, საკუთარი თავი უნდა გამეკრიტიკებინა, რომ დროა შევეშვა პოხუიზმს და ცოტათი მაინც აღარ მეკიდოს საკუთარი თავი .
თეო თუ წიკითხავს ამას , მეტყვის: ამხელა კდემამოსილი, დარბაისელი ქალი ხარ, მეორე თემიდა და რა გეპოხუისტებაო.
მართალია.
OFF



4 comments:

  1. კომენტარს ვერ ტოვებენ მგონი და არ ვიცი რა ვუშველო :დ

    ReplyDelete
  2. ჩემი აბნეულ-დაბნეული კნუტი. კარგად წერ, მაგრამ ეს შენი განწყობა არ მომწონს :(

    ReplyDelete
  3. კარგად ვწერ, სკოლაში ქართულის მასწ მოსე მწერალს მეძახდა :|

    ReplyDelete
  4. chemi geniosa:*:*
    ''ibodiale'' manch me dzalian momecona:*

    ReplyDelete