Showing posts with label თეუსუ. Show all posts
Showing posts with label თეუსუ. Show all posts

11.05.2010

კნუტი ვორდპრესზე

საკმაოდ დიდი ხანია გადავბარგდი ვორდპრესსზე.?

თუ გაინტერესებთ ჩემი ბლოგი და სემთხვევით აქ აღმოჩნდით, გეტყვით, რომ ეს ჩემი ძველი ბლოგია და რადგან ფუნქციურად ვორდპრესი სჯობს ბლოგსპოტს ბლოგერისათვის, ამიტომ გადავედი აქ http://knuti.wordpress.com/

4.03.2010

წინასაგამოცდოდ გვიჭირს


არაკრეატიულობით და სიზარმაცით გამორჩეული პერიოდი მაქვს. მიზეზი ჩემი მკვდრობისა, ფსიქოლოგიური გახლავთ : სამეცადინო მაქვს და მეზარება. დიახ, მხოლოდ იმის ცოდნაც კი, რომ ბევრი უნდა ვიმეცადინო, მადუნებს და წინასწარ მღლის. და როგორ გინდა ამ ყველფრის შემდეგ ადგე, აიღო წიგნი (სამეცადინო, თორემ მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება ეგ), გადაშალო და ისწავლო? :|


ჰოდა, მეც მეორე დღეა ათასგვარ მიზეზს ვიგონებ საკუთარი თავისა და სინდისის დასამშვიდებლად, რომ არ მცალია :)) კიდევ არაუშავს, სინდისი მაინც შემრჩა და ხანდახან მაინც მახსენებს მოვალეობებს.

ჰოდა, აქ ამ სისულელეების წერას, არ სჯობს ავდგე და ვისწავლო? თან რა საინტერესოა სანივთო და ვალდებულებითი , თქვენ ვერ წარმოიდგენთ... ისე ჩაგითრევს კითხვისას ეს ხელშკრულების დადების პირობები და ა.შ., რომ თვალს ვერ მოსწყვეტ... ბლეჰ/... :|

წავედი , წავედი, OFF