4.09.2010

"ობოლი ბიჭი ვარ, ღარიბი ღატაკი და...."



ამას წინათ მივხვდი რა არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიყვარს თბილისი. იმდენი მათხოვარია, რომ ჩემი მშობლიური, მშვიდი, წყნარი და რაც მთავარია, უმათხოვრო რუსთავი მირჩევნია.

არ არსებობს მე და
ნიკოლომ ქალაქში ბოდიალი გადავწყვიტოთ და ციგნები არ ავიკიდოთ. მიზეზებს ნუ განვიხილავთ რატომ გვეკიდებიან, შესაძლოა თანამოძმეებად აღგვიქვამენ, ფულს გვთხოვენ თუ რა ვიცი.. მაგრამ ფაქტია, რომ ვეღარ ვიშორებთ ხოლმე :)

ჩვენი უკანასკნელი ბრძოლა მათთან მარჯანიშვილზე შედგა, რამოდენიმე დღის წინ. ნაყინს გემრიელად მივირთმევდი დამითმეო რომ მომთხოვა პატარა, ჭუჭყიანმა ბავშვმა, სამართლიანად გავაპროტეტსტე და გავიქეცი :D (თქვენ ნიკა უნდა გენახათ, რომ მირბოდა და ციგნის ბავშვი მისდევდა, რა სანახავი იყო :))) ) რუსთაველზე რა შეგვემთხვა აღარ მოვყვები, ფეხზე სემოეხვია ის ბავშვი ნიკას :))))) ჰჰჰაჰ ))

რა მაინტერესეს, იცით? ციგნები ხომ ბოშები არიან. ჰოდა, ფილმებშჳ სულ კარგად მომღერალ-მოცეკვავე ხალხად რომ ჰყავთ ხოლმე გამყვანილები, ახლა რა ჯანდაბა სჭირთ? მეტროში რომ დადიან და "ობოლი ბიჭი ვარ, ღარიბი , ღატაკიო", გვიმღერიან. ან ქუჩაში მიმავლებს შეფურთხების მუქარით ფულსა და ტკბილეულს გვართმევენ :(

რა უბედურებაა.... ზოგადად ასეა ყველგან და ფილმები გვატყუებენ, თუ ჩვენთან ( როგორც ყოველთვის ყველაფერს მოსდის) ბოშებიც რაღაც იდიოტურ ჰიბრიდად იქცნენ?





3 comments:

  1. ჰმ, კარგი ფოტოა ამ პოსტთან, მაგრამ უკეთესი იქნებოდა მაშინ გადაგვეღო სურათი, ჩემს ორივე ფეხზე რომ იყო მჭიდროდ შემოხვეული ის ბავშვი, ბავშვი კი არა, ნამდვილი ასპიტი და რომ ვეხვეწებოდი დამეხსენი-მეთქი :((( ის განაგრძობდა,- ერთი ფულიც მომეციო,- სანამ არ დამიცარიელა საფულე ;(

    ReplyDelete
  2. შენ ფულს მისტირი თუ შელახულ ღირსებას? :))

    ReplyDelete
  3. მაგ ბავშვებს ვერ შევაგნებინე რომ "შანსი არ აქვთ" :D რომ ჩემთან ფულის სათხოვნად მოდიან :)))

    ReplyDelete