3.28.2010

ქართული ბზობა =

ისაჩევი


დილით დედამ გამაღვიძა (რითიც ნამდვილად უკმაყოფილო დავრჩი) და მითხრა, რომ ტაძარში მიდიოდნენ. მოკლედ, გაყოლა შემომთავაზა.
რატომღაც წასვლის სურვილი მქონდა ?(მიუხედავად იმისა, რომ გამაღვიძეს) და ავდექი. ჯერ იმან გამთანგა, კაბა რომ უნდა მომეძიებინა და თავშალი. გამოვეწყე და....

მოკლედ აღვწერ ჩემს დღევანდელ ემოციებს.
ეკლესიაში მისვლისთანავე "გრუზი შემეყარა" : ხალხის სიმრავლე ტაძარში, ბაზრობასავით მოფენილი დახლები, მათხოვრების რაოდენობა, ფრაზები "ბზა რა ღირს"? "რა ძვირია"... ,"რიგი დაიცავით, ხალხო, ერთი მხარე შევიდეს, მეორე გამოვდეს (და ამ დროს თვითონ ამ სიტყვების ავტორი ღიპიანი ბიძა შეეტენა გასასვლელ კარებში პირველი ), "ეზიარე"? "აუ, გოგო ნახე რა საყვარელიაა, ელესიაშიც დადის თურმეე"... და ა.შ. :|
ვიღაცისთვის ბზობა დღესასწაულია, ვიღაცისთვის უბრალოდ ბზის შეცვლის ყოველწლიური ტრადიცია...
ეკლესიისთვის ბზობა ბზის გაყიდვის და შესაბამისად ფულის შოვნის კარგი საშუალება ყოფილა (დღევანდელი დასკვნა), მათხოვრებისთვის კიდევ ერთი შემოსავლიანი დღე, პატარა გოგოშკებისთვის მოკლე კაბის ჩაცმისა და ლამაზი ფეხების დემონსტრირების საშუალება + ამას ჩვენება , რომ ჭეშმარიტი, კდემამოსილი მართლმადიდებლები არაინ მსგავსი ფრაზებით: "ეზიარე? არც აპირებ?? აუუ,.. რას ამბობ... მთელი დღე აქ ვარ." პატარა სტიქაროსანი ბიჭებისთვის გოგოსთვის თავის მოწონების კარგი საშუალება (დასკვნა შემდეგი სიტუაციიდან: სტიქაროსანმა საკურთხევლიდან გარეთ გამომავალი კარიდან 2 მატრაკვეცა გოგოს ჩუმად გამოუტანა სეფისკვერი და მათ შექებაზე სიამაყით აღივსო)

ეკლესიაში შესვლის სურვილი რომ ეზოში ფეხის შედგმისთანავე დავკარგე, ეგ უკვე ვთქვი მგონი. იქაურობის დატოვების მოთხოვნილება კიდევ უფრო გამიძლიერა იმ დახლებმა. რატომღაც იესოს ცხოვრებიდან ის ეპიზოდი გამახსენდა, იესო ტაძრის ეზოში რომ შედის და იქ გამართულ ბაზრობის დანახვისას დახლს რომ გადაუყირავებს.... :|
ჩემი ორი ძველი ტინგიცა კლასელის ნახვისას, რომლებიც ცანცარის მეტს მთელი ცხოვრება არაფერს აკეთებენ და ეკლესიაში სერიოზული , მადლმოსილი და შეუვალი სახეებით რომ დგანან ხოლმე... ვაიმეე... აღარ მინდა ხალხმრავლობა ტაძარში. ჩემი ჩუმი რწმენა მირჩევნია მე...

არც ათეისტი ვარ და არც თეისტი. უბრალოდ, დღევანდელი ემოციები რომ არ დამეწერა არ შემეძლო, იმდენად ცუდად გამხადა იმ ბაზრობამ და ხალხმა...

3 comments:

  1. ეს თემა საკამოდ მძიმეა, სამწუხაროა მაგრამ დღეს მოდის გამო დადის უმრავლესობა ვიდრე რწმენის გამო, ნუთუ ეს არ კმარა, იქიდან გამოსული ახალი თაობა ათას სიმრუშეს ჩადიან, ზიარების შემდეგ ბიჭი საკუთარ დედის გინების მეტს არაფერს აკეთბენ, გოგოები მთელი კვირა ბიჭებზე ოცნებაში ათენებენ და აღამებენ, ნუ პაემანზე ზასზე ხომ მაინც არავინ ამბობს უარს "აბა ავადმყოფი ხომ არ აირს ბიჭისთვის ნაკოცნი რომ არ ქონდეს?!"

    ეჰ რას ვიზამთ ეს ჩენი უმსგავსო რეალობაა ჩემო კარგო სამწუხაროდ.

    ReplyDelete
  2. მე არ ვთვლი, რომ იმის კეთება, რაც გინდა , რომ გააკეთო, მრუშობაა.
    ჩემთვის მაგაზე ოცნება უფრო მრუშობაა :)
    ჩემთვის ის უფრო საშინელებაა რომ მალავენ... თავვს ტაძარს აფარებენ და თავშლის ქვეშ მალავენ ტინგიცა, ცანცარა ხასიათს...

    ReplyDelete
  3. bevri xedavs am problemas,tumca am sakitxzec im "wesit" vxelmdzgvanelob ritac bevr sxva ragaceebze-chven chveni gavaketot,yvelas tavisi gza aqvs... P.S. this is NIMA :)

    ReplyDelete