
რაღაც ბლოგერული თამაშია მგონი.. . წერენ ვინ არიან, ქუჩაში შემთხვევით რომ შეგხვდეთ, რომ გვიცნოთ.... მერე ერთმანეთ თა(ნ)გავენ და დათაგულმა საკუთარ თავზე უნდა დაწეროს... ცოტა ხნის წინ ზორბეგმა მეც მომნიშნა. აქამდე მეზარებოდა და ახლა დავწერ :)
მაშ ასე... თუ თქვენ არ ხართ ჩემი ფეისბუქის მეგობარი და არ გაქვთ ნანახი ჩემი ფოტოები, გეტყვით რომ ვარ საშუალო სიმაღლის, გამხდარი,შავთმიანი გოგო... თმა გუშინდლამდე ძალიან გრძელი მქონდა, გუშინ კი "მოვიკვეცე" :( ეჰ,... მაგას ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა რა :))
ჰო,... დავდივარ ხოლმე ჯინსებით, ე.წ. ბალეტკებითა და რაიმე მაისურით, მაგრამ ცხელა და შესაბამისად შორტებსა და სანდლებზე გადავედი :D

თუ დამინახავთ და მოდით, იმხარია ხოლმე ხალხის გაცნობა :))
კიდევ რა დავწერო? :შ
ან ვინ დავთაგო? :შ
კარგი, ნიკოლოს, დიანას და რა ვიცი , კიდევ ვიღაცას :))))
პ.ს. ყველაზე ხშირად ნიკოლოსთან ერთად დავდივარ და ალბათ მასთან ერთად მიხილავთ :D
